g100.ge

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული.

ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უახლესი სტატიები