g100.ge

ბათუმში მოქალაქეები აქციას მართავენ

ბათუმში მოქალაქეები აქციას მართავენ

ბათუმში მოქალაქეები აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ისინი უსახლკარო ოჯახები არიან, რომლებიც ხელისუფლებას მიმართავენ და მოითხოვენ, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას.

აქციას შეუერთდნენ, იპოთეკითა და საბანკო დავალიანებით დაზარალებულები, ასევე, წინაპრების მიერ დატოვებული მიწების დარეგისტრირების მსურველები, ამასთან, ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებული ელექტრომობილების მეპატრონეები და დაუსრულებელი მშენებლობების შედეგად დაზარალებული პირები.

„ეს არის გამაფრთხილებელი აქცია! ჩვენ ვაძლევთ ხელისუფლებას შანსს, დაინახოს ხალხის ერთობა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის მხოლოდ დასაწყისი დიდი და შეუჩერებელი პროტესტისა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბინა ბრძოლით მოიპოვება და არ გავჩერდებით, სანამ თითოეული მოქალაქის უფლება არ იქნება დაცული”,- აღნიშნავენ ისინი საპროტესტო აქციის მონაწილეები, მსვლელობას გეგმავენ აჭარის მთავრობის სახლთან და ბათუმის მერიის შენობასთან.

აქციის მონაწილეებთან უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფება.

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას