g100.ge

გარდაბანში სისხლიანი ინციდენტი: თავდასხმის შედეგად მოკლულია ერთი ადამიანი

გარდაბანში სისხლიანი ინციდენტი: თავდასხმის შედეგად მოკლულია ერთი ადამიანი

გარდაბანს მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაქლაში მომხდარი კონფლიქტი ერთი ადამიანის გარდაცვალებითა და ოთხი პირის დაშავებით დასრულდა.

Aktual.ge-ის ინფორმაციით, შემთხვევა 5 იანვარს, საღამოს საათებში,  ქორწილის დროს დაიწყო და მოგვიანებით კაფეში გაგრძელდა.
არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცებს, ფაილ ალიევსა და აიდინ მამედოვს შორის წარმოქმნილი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოგვიანებით, აიდინ მამედოვის შვილები ავტომობილით ფაილ ალიევის სახლთან მივიდნენ და მასზე თავდასხმა განახორციელეს. სახლში მომხდარი დაპირისპირების დროს ფაილ ალიევის ვაჟმა სამი ადამიანი დანით დაჭრა.
შემთხვევა ამის შემდეგ  გარეთ გაგრძელდა. 

არსებული ინფორმაციით, დაშავებულებმა ავტომობილით 50 წელს გადაცილებულ ფაილ ალიევს გადაუარეს, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სხვა დაშავებულები რუსთავის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.


Aktual.ge-ის  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19–109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს.

უახლესი სტატიები