g100.ge

გვარამია ნინო წილოსანს: ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ რომ ყველაფერი მოყვე, რაც იცი, მეტი არ დაგჭირდება. ამას გპირდები. ასე რომ, დაოკდი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს

გვარამია ნინო წილოსანს: ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ რომ ყველაფერი მოყვე, რაც იცი, მეტი არ დაგჭირდება. ამას გპირდები. ასე რომ, დაოკდი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს

„ახალი“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნინო წილოსანს ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის ყველა დეტალს გაასაჯაროებს.  
„ნინო, ძვირფასო, უკვე არც თუ ისე ძვირფასო, გულწრფელად მინდა გითხრა, ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ რომ ყველაფერი მოყვე, რაც იცი, რომ მეტი არ დაგჭირდება. დარწმუნებული იყავი, დაჯდები და მოყვები უსასრულოდ, მამუკა მდინარაძით რომ დაიწყებ, ბოლომდე გახვალ. ამას გპირდები. მე დავჯდები და მოგისმენ თავიდან ბოლომდე, რაც გექნება მოსაყოლი და ძალიან ბევრი გაქვს მოსაყოლი, ეს ზუსტად ვიცი და ისე ყურმოკვრით და მოჩვენებით არა, ზუსტად ვიცი. ასე რომ, დაოკდი, დამიჯერე, ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად, დაოკდი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს.“- განაცხადა გვარამიამ.

უახლესი სტატიები