„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს.
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს.
დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს.
უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის დაკავება აფხაზეთის ომთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ჯერჯერობით უცნობია.
დეტალებს „ინტერპრესნიუსი“ პროკურატურაში არკვევს.