გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მეორე კი დაშავდა.გორი-მეჯვრისხევის გზაზე მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ერთი - 22 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, მეორე კი, 21 წლის მამაკაცი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, დაშავებულის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდას ნაკლებად მძიმე დაზიანება აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.