g100.ge

დონალდ ტრამპის განცხადებით, ნიკოლას მადუროს ტელეფონით ესაუბრა

დონალდ ტრამპის განცხადებით, ნიკოლას მადუროს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს ტელეფონით ესაუბრა.

„არ მინდა ამაზე კომენტარის გაკეთება; პასუხია კი. არ ვიტყოდი, რომ კარგად ან ცუდად ჩაიარა. ეს სატელეფონო საუბარი იყო“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ესაუბრა თუ არა ნიკოლას მადუროს.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა და მადურომ ტელეფონით ისაუბრეს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული გაფრთხილება, რომ ვენესუელის საჰაერო სივრცე დახურულად უნდა ჩაითვალოს, არ იყო სიგნალი, რომ საჰაერო დარტყმა გარდაუვალია.

„ნურაფერს ამოიკითხავთ ამაში“, - განაცხადა ტრამპმა და განმარტა, რომ საჰაერო სივრცის შესახებ გაფრთხილება გააკეთა, რადგან ვენესუელას არც თუ ისე მეგობრულ ქვეყნად მიიჩნევენ.

უახლესი სტატიები