g100.ge

თბილისში მოზარდმა მოზარდი დაჭრა

თბილისში მოზარდმა მოზარდი დაჭრა

თბილისში, 23 დეკემბერს, ზესტაფონის ქუჩაზე, 16 წლის მოზარდი დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ცნობით, მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებული შსს-ს თანამშრომლებმა ცხელ კვალაზე დააკავეს, რომელიც ასევე, მოზარდია.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უახლესი სტატიები