g100.ge

ირაკლი კობახიძე: "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე დავსახეთ კონკრეტული გეგმები - ამ ქვეყნის მართვა ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ მომავალში, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობის სწორად დაგეგმვა

ირაკლი კობახიძე:

დღეს შეხვედრა მქონდა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, თავმჯდომარესთან, გამგეობის წევრებთან და ჩვენ განვიხილეთ ის შეხვედრები, რომლებიც შედგა რეგიონებში,  - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული გეგმები.
"ბევრი საკითხი გამოიკვეთა ამ შეხვედრაზე, ასევე ჩვენი სამომავლო გეგმები გავიარეთ ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობის თვალსაზრისით. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, განსაკუთრებით შემდეგი ორი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით, დავისახეთ კონკრეტული გეგმები და აქტიური მუშაობა გაგრძელდება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 
კითხვაზე, ჩაერთვებიან ახალგაზრდები პოლიტიკურ ცხოვრებაში და გამოჩნდა თუ არა ამის ინტერესი მათ მხრიდან, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ახალგაზრდების ინტერესი დიდია და მნიშვნელოვანია, მუშაობის სწორად დაგეგმვა, ვინაიდან, სწორედ ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ მომავალში ქვეყნის მართვა.
"რა თქმა უნდა, ზოგადად, რა თქმა უნდა ინტერესი დიდია. ზოგადად, ამ ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ ახალგაზრდებმა მომავალში, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით სწორად ჩვენი მუშაობის დაგეგმვა და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით შემდეგი, განსაკუთრებით ორი წლის განმავლობაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას