g100.ge

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი - ირანი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არასდროს დათმობს

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი - ირანი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არასდროს დათმობს

არასდროს - ეს ჩვენი განუყოფელი უფლებაა, - ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ყოფილმა მეთაურმა, ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ებრაჰიმ აზიზიმ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როდის იქნება ირანი მზად, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი დათმოს.

„ირანი გადაწყვეტს გადაადგილების უფლებას, მათ შორის გემების სრუტეში გავლის ნებართვას“, - განუცხადა ებრაჰიმ აზიზიმ BBC-ს.

მისი თქმით, მალე ეს კანონად იქცევა.

„პარლამენტში წარვადგენთ კანონპროექტს, კონსტიტუციის 110-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც მოიცავს გარემოს დაცვას, საზღვაო უსაფრთხოებას და ეროვნულ უსაფრთხოებას - და შეიარაღებული ძალები აღასრულებენ კანონს“, - აღნიშნა ირანელმა კანონმდებელმა.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტე ირანისთვის „მტერთან დაპირისპირების ერთ-ერთი რესურსია“.

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას