g100.ge

კანადაში, სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

კანადაში, სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში, ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 25-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები კანადის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირიც.

პოლიციამ ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალები, ჯერჯერობით, არ საჯაროვდება. პოლიცია კომენტარს არც შესაძლო მოტივზე აკეთებს.

კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის განცხადებით, მომხდარის გამო განადგურებულია.

„კრიზისში გაერთიანების ჩვენი უნარი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მხარეა - ჩვენი ემპათია, ჩვენი ერთიანობა და ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა“, - აღნიშნა პრემიერმა.

მარკ კარნის ოფისის ინფორმაციით, პრემიერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად ოთხშაბათს გერმანიაში გამგზავრების გეგმა შეაჩერა.

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას