არსებული ინფორმაციით, მოსწავლეებს შორის თამაშის დროს ერთ-ერთმა ბავშვმა შემთხვევით, საკანცელარიო დანით სხვა მოსწავლე დააზიანა.
დაშავებულ მოსწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.