Aktual.ge-ს ცნობით, 24 დეკემბერს, შუადღის საათებში უცნობი პირები საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ, სადაც მარტო მყოფ შუახნის ქალს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, სახლიდან კი 14 000 ლარი და ძვირფასეულობები წაიღეს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ შუადღიდან ღამემდე სამართალდამცველებმა ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, თუმცა მძარცველები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო პორტალ Aktual.ge-ს აცნობა, ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.