მარნეულიდან მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა სიონის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საფლავი მოინახულეს და პატივი მიაგეს.
მათ უწმინდესისა და უნეტარესის საფლავი ყვავილები შეამკეს და ლოცვა აღავლინეს. მუსლიმი თემის რელიგიური ლიდერები საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა მიიღო.
შეხვედრის დროს მათ მიტროპოლიტ შიო მუჯირსა და საქართველოს ქრისტიანულ თემს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადეს და ღრმა მწუხარება გამოთქვეს ამ მოვლენის გამო.
თავის მხრივ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირიმ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს მოსვლისა და თანაგრძნობის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა.
უფრო დეტალურად ილქინ ჰუსეინოვის მიერ მომზადებულ სიუჟეტში იხილეთ: