მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქირაჩმუღანლოს სკოლაზე თავდასხმა მოხდა.
ამის შესახებ Aktual.ge-ის ადგილობრივებმა განუცხადეს.
სოფლის მაცხოვრებელთა ინფორმაციით, სკოლის 10-მდე ფანჯარა და კარი ჩამსხვრეულია, სავარაუდოდ, შემთხვევა ღამით მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტის შესახებ პოლიცია ინფორმირებულია, მოქალაქეების თქმით, ჯერჯერობით არანაირი ქმედება არ განხორციელებულა.
სოფლის მაცხოვრებლები და მშობლები მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და დამნაშავეების პოვნასა და სათანადოდ დასჯას ითხოვენ.