მარნეულში 27 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა.
Aktual.ge-ს ცნობით, შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში მოხდა.
27 წლის მაჰამედ ალიევი ნათესავებმა საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ Aktual.ge-ის განუცხადა, რომ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.