g100.ge

მიხეილ სააკაშვილი - ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა - მთავარია, მიშა არ მობრუნდეს ხალხოო!

მიხეილ სააკაშვილი - ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა - მთავარია, მიშა არ მობრუნდეს ხალხოო!

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას აკრიტიკებს.

მისი შეფასებით, საქართველოში დაბრუნდა "კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა".

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა.

მთავარია მიშა არ მობრუნდეს ხალხოო!

და დანარჩენი ვინც უნდა ის მობრუნდეს”, - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის შემოდგომაზე დააკავეს. მას ქართული მართლმსაჯულების მიერ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე აქვს სასჯელი შეფარდებული.

უახლესი სტატიები