g100.ge

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა დაიწყო

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა დაიწყო

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა დაიწყო. აღნიშნული მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს 1-ელ ივნისს წარედგინა, დღეს კი ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს დეპუტატებს პარლამენტის ტრიბუნიდან აცნობს.

პარლამენტში იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, კონსტიტუციური ორგანოების პირველი პირები, ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები, თბილისის მერი. პარლამენტში მივიდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და სასულიერო პირები.

წელიწადში ერთხელ - საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში ანგარიშით გამოსვლა პრემიერ-მინისტრის ვალდებულებაა.

ირაკლი კობახიძის გამოსვლის დასრულების შემდეგ, მოხსენების განხილვა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად გაგრძელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრემიერთან უნდა დაისვას კითხვები, შემდეგ დამაზუსტებელი კითხვები და გაიმართოს სიტყვით გამოსვლები.

პრემიერ-მინისტრის მოსმენის შემდეგ, პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება.

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას