დღეს, დაახლოებით 18:30 საათისთვის, მარნეული–ბოლნისის მაგისტრალზე, სოფელ ცურტავის ტერიტორიაზე გზის პირას ველოსიპედით მყოფ 10 წლის ელდარ ჰუსეინოვს მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა.
Aktual.ge-ის ინფორმაციით, „ავერსის“ კლინიკაში გადაყვანილი არასრულწლოვნის ცხედარი გარკვეული დროის შემდეგ, ოჯახის ინფორმირების გარეშე, ექსპერტიზაზე გადაასვენეს, რამაც მისი ახლობლებისა და სოფელ ცურტავის მოსახლეობის მწვავე პროტესტი გამოიწვია.
შედეგად, სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.