g100.ge

სავალან მირზოევი - ქალბატონი საჰიბა გაფაროვას სახელი ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა

სავალან მირზოევი - ქალბატონი საჰიბა გაფაროვას  სახელი ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარის, ქალბატონი საჰიბა გაფაროვას   სახელი ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, როგორც პირველი პირი, რომელიც  საქართველოს პარლამენტის მიერ ახლად დაწესებული საპატიო მედლით დაჯილდოვდა. 
Aktual.ge-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება პარლამენტის დეპუტატმა სავალან მირზოევმა  სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარის, ქალბატონი საჰიბა გაფაროვას   სახელი ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, როგორც პირველი პირი, რომელიც  საქართველოს პარლამენტის მიერ ახლად დაწესებული საპატიო მედლით დაჯილდოვდა. 

 ორ ქვეყანას შორის, საკანონმდებლო ორგანოთა ურთიერთობების გაღრმავებაში ქალბატონი საჰიბას წვლილი უდავოა. მისი თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გააქტიურდა, ამასთან, შედგა არაერთი წარმატებული ოფიციალური ვიზიტიც.

მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 15 წლის მანძილზე ქართველ და აზერბაიჯანელ პარლამენტარებს შორის შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი მჭიდრო,  როგორც  ახლა, რაც, ბუნებრივია, ძალიან სასიამოვნოა.

როგორც გასულ წელს აზერბაიჯანის პარლამენტის დაარსებიდან 106 წლის იუბილესთან დაკავშირებით მილი მეჯლისში გამოსვლისას აღვნიშნე, პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის ურთიერთობები მაღალ დონეზეა და ჩვენ კვლავ  ვაპირებთ ამ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას.

სასიამოვნო და საამაყოა, რომ ეს ურთიერთობები დღესაც წარმატებით გრძელდება.

ჩემი და საქართველოს პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვულოცავ ქალბატონ საჰიბა გაფაროვას!"-წერს სავალან მირზოევი სოციალურ ქსელში. 

უახლესი სტატიები