თურქეთი უამრავ თავგადასავალს სთავაზობს მოგზაურებს, განსაკუთრებით ეს სასიამოვნოა შემოდგომის პერიოდში, რადგან ამ დროს ამინდი თან გრილია, თან კი ნაზი მზე ანათებს. ასეთ დროს აღსანიშნავია უკვდავი ქალაქი სტამბოლი, სადაც დასავლეთი და აღმოსაველთი ერთმანეთს ხვდება და სადაც უამრავი ისტორიული ადგილის ნახვა შეგიძლიათ. მიუხედავად ამისა, კულტურული და ბუნებრივი თვალსაზრისით, მეგაპოლისის გარდა, შემოდგომისთვის არსებობს სხვა საინტერესო მიმართულებებიც. მითუმეტეს, ბოლო დროს ჩატარდა ახალი გათხრები და აღმოჩენილ იქნა საინტერესო ადგილებიც.
კულინარიული თავგადასავლები ეგეოსის ზღვის რეგიონში
ეგეოსის სანაპირო გთავაზობთ სასიამოვნო გასტრონომიულ მოგზაურობას, რის ფარგლებშიც შეძლებთ გასინჯოთ უამრავი სახეობის ზღვის პროდუქტი არომატული მწვანილებითა და ზეითუნის ზეთით. ეს ადგილები ასევე აქტიურია ყურძნისა და ზეითუნის ზეთის მოსავალთან დაკავშირებული ფესტივლებითა და სხვა საინტერესო აქტივობებით. ეს პერიოდი ვიზიტორებს სთავაზობს იმოგზაურონ საუკუნოვან ტრადიციებში და გაეცნონ მათი მოყვანის წესებს. ასევე რეგიონის ყველაზე ცნობილი კულინარიული დანიშნულება არის იზმირის ერთ-ერთი პოპულარული უბანი ურლა. იგი არის წყნარი უბანი, რომელიც სეირნობისა და ბუნების მოყვარულთთავის ზედგამოჭრილი ადგილია.
ხმელთაშუა ზღვა და ცხელი ქვიშა
შემოდგომაზე თურქეთის სამხრეთ სანაპიროები, მაგალითად ხმელთაშუა ზღვა, იდეალურია საზღვაო დასვენებისთვის, რადგან ამ დროს კლიმატიც დაბალანსებულია. ზღვაზე დასვენების შემდეგ შეგიძლიათ ეწვიოთ უძველეს დასახლებებს. მაგალითად, ქალაქები ასპენდოსი, საიდი, რომლებიც შორეულ წარსულში გამოგზაურებთ. ამასთან, შეძლებთ მოინახულოთ ქარაინის და დამლათაშის მღვიმეები. გასართობი აქტივობებისტვის აღსანიშნავაი ბელექი, სადაც დიდი სივრცისა და შესაბამისი პირობების გამო გოლფის თამაში შეგიძლიათ.
ულამაზესი კაპადოკია
კაბადოკია ცენტრალურ ანატოლიაში მდებარეობს. იგი მთელს მსოფლიოში ცნობილია თავისი ზღაპრული ბუნებით, ვულკანური წარმოშობის, კოშკის ფორმის კლდეებით, გორემეს ეროვნული პარკით, კლდეში ნაკვეთი ქალაქებით და ძვ. წ. I ათასწლეულში დაარსებული მიწისქვეშა ქალაქებით