g100.ge

საქართველოს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ეწვია

საქართველოს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ეწვია

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ალი ასადოვი საქართველოს სამუშაო ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართება.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.

უახლესი სტატიები