g100.ge

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტს არ დაბლოკავს

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტს არ დაბლოკავს

სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტს არ დაბლოკავს, - ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი სოციალურ ქსელში წერს.

„დადასტურდა, რომ „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით სლოვაკეთს ნავთობი უკვე მიეწოდება. ეს იმ ზეწოლის შედეგია, რომელიც სლოვაკურმა დიპლომატიამ, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, როგორც უკრაინულ მხარეზე, ისე ევროკომისიაზე განახორციელა“, - წერს ბლანარი.

მისი თქმით, თუ ნავთობის მიწოდება შეუფერხებლად გაგრძელდება, მაშინ სლოვაკეთი სანქციების მე-20 პაკეტს არ დაბლოკავს.

„ბრიუსელში სლოვაკეთის მუდმივ წარმომადგენელს დავავალე, რომ სანქციების მე-20 პაკეტის მიღების წერილობითი პროცედურა არ დაბლოკოს“, - აცხადებს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილების დამტკიცების წერილობითი პროცედურა დღეს ოფიციალურად დასრულდება.

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას