g100.ge

წითელ ზღვაში საკრუიზო გემი ჩაიძირა

წითელ ზღვაში საკრუიზო გემი ჩაიძირა

წითელ ზღვაში, ეგვიპტის ერთ-ერთ კურორტთან, საკრუიზო გემი ჩაიძირა. ბორტზე 34 ტურისტი და ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა. ეგვიპტის სანაპირო დაცვამ სამაშველო ოპერაციის შედეგად, ორშაბათს საღამოსთვის 28 ადამიანის გადარჩენა მოახერხა, 17 კი კვლავ დაკარგულად ითვლება. მათი ძებნა გრძელდება.

მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ოთხგემბანიანი იახტა Sea Story წითელ ზღვაში, ხუთდღიან კრუიზში იმყოფებოდა. ადგილობრივი დროით დაახლოებით 05:30 საათზე გემმა კატასტროფის სიგნალი გასცა. მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ზღვაზე ძლიერი ღელვა იყო, ქარის სიჩქარე კი საათში 60-70 კილომეტრს აღწევდა.

იახტის ეკიპაჟის წევრები ეგვიპტის მოქალაქეები არიან. მგზავრებს შორის კი, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, არიან დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, გერმანიის, ფინეთის, ბელგიის, სლოვაკეთის, აშშ-ისა და ჩინეთის მოქალაქეები.

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას