g100.ge

ხაშურში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ხაშურში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ხაშურში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, ხოლო რამდენიმე პირი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, ხაშურში იმერეთის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას, რომელმაც გამოიწვია მძიმე შედეგი, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სიცოცხლის მოსპობა.

უახლესი სტატიები