g100.ge

„Sea Breeze“-მა საქართველოში პირველი გაყიდვების ოფისი გახსნა

„Sea Breeze“-მა საქართველოში პირველი გაყიდვების ოფისი გახსნა

 საქართველოში „Sea Breeze“-ის  პირველი გაყიდვების ოფისის ოფიციალური გახსნის ცერემონია ქალაქ ბათუმში გაიმართა.

Aktual.ge-ის ინფორმაციით, ახალი ოფისი საერთაშორისო გაყიდვების ქსელის გაფართოებასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, ახლოს გაეცნონ „Sea Breeze“-ში შეთავაზებულ უძრავი ქონების პროექტებს.

„საქართველოში გაყიდვების ქსელის გაფართოება განპირობებულია საქართველოს მოქალაქეების აზერბაიჯანში უძრავი ქონების მიმართ არსებული მუდმივი ინტერესით. სახელმწიფო ქონების სამსახურის მონაცემებით, 2021-2025 წლებში საქართველოს მოქალაქეები აზერბაიჯანში უძრავი ქონების შემძენ უცხოელ მოქალაქეებს შორის მეორე ადგილზე იყვნენ.

ოფისის ამოქმედებით, ქართველი მყიდველები და პარტნიორები შეძლებენ ისარგებლონ „Sea Breeze“-ის გაყიდვების გუნდის ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურებით და მიიღონ  შესაბამისი ინფორმაცია პროექტებისა და უძრავი ქონების შეძენის პირობების შესახებ.

გახსნის ცერემონიას „Sea Breeze“-ის კომერციული დირექტორი აიაზ თაღიევი და გაყიდვებისა და ინვესტიციების დირექტორი ენა-კამელია მელიქოვა ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საკურორტო ქალაქის გენერალური გეგმა, ინფრასტრუქტურა და განვითარების პერსპექტივები გააცნეს. გახსნის პროგრამის ფარგლებში გაიმართა ლენტის გაჭრის ცერემონია, ასევე გამოვიდა დიჯეი, გაიმართა ცოცხალი მუსიკა, სხვადასხვა კონკურსი, ფურშეტი და „Sea Breeze“-ის წარმომადგენლებთან გაცნობითი სესია. ღონისძიება „Sea Breeze“-ის საკურორტო ქალაქის მაკეტის ფორმის სადღესასწაულო ტორტის გაჭრით დასრულდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 ცნობისთვის, „Sea Breeze“ საკურორტო ქალაქია, რომელიც ბაქოდან 20 წუთის სავალზე, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. დღეისათვის 1000 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე, 3,5 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი საერთო ფართობის მქონე საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების პროექტების მშენებლობა დასრულებულია და ისინი ექსპლუატაციაშია შესული. ტერიტორია მოიცავს ზღვისპირა ფართო ზოლს, სხვადასხვა არქიტექტურული სტილის საცხოვრებელ კომპლექსებს და თანამედროვე პრემიუმ კლასის ინფრასტრუქტურას, რომელიც „Sea Breeze“-ის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის მომსახურებისა და გასართობი შესაძლებლობების ფართო არჩევანს აერთიანებს.

უახლესი სტატიები