g100.ge

Reuters: ტრამპი ჩინეთს აპრილის პირველ კვირაში ეწვევა

Reuters: ტრამპი ჩინეთს აპრილის პირველ კვირაში ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით აპრილის პირველ კვირაში ეწვევა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, ჩინეთში თეთრი სახლის ლიდერი პრეზიდენტ, სი ძინპინთან მოლაპარაკებებს გამართავს. მოსალოდნელია, რომ პეკინში ჩინეთ-აშშ-ის სამიტიც გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ტრამპმა და სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რა დროსაც მომავალი ვიზიტი განიხილეს.

ბოლოს ტრამპი ჩინეთს 2017 წლის ნოემბერში, მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს სტუმრობდა.

უახლესი სტატიები