g100.ge

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში მაღაზია გაქურდეს

კრიმინალი - 2025/02/06 11:57
მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში მაღაზია გაქურდეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში სასურსათო მაღაზია გაქურდეს.

 შემთხვევა დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხდა.

 ორმა უცნობმა ნიღბიანმა პირმა სუპერმარკეტის შესასვლელი კარის მინა ჩაამტვრია, რის შემდეგაც  შევიდნენ და სალაროდან გარკვეული  თანხა მოიპარეს.

 მაღაზიის მფლობელის თქმით, მძარცველებმა სალაროდან 1000 ლარამდე თანხა წაიღეს.

 შემთხვევის ადგილზე ღამით სამართალდამცველები მივიდნენ. გამოძიება დაწყებულია

 მაღაზიის მფლობელის თქმით, ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა.  პოლიციის ცნობით, გამოძიება გრძელდება.

უახლესი სტატიები