მარნეული–ბოლნისის მაგისტრალზე, სოფელ ცურტავში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი 10 წლის ბავშვს დაეჯახა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.
Aktual.ge-ის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დაახლოებით 18:30 საათისთვის მოხდა.
შემთხვევის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.