მარნეულის ერთ-ერთ სოფელში ღამით დანით დაჭრის ფაქტი მოხდა.
Aktual.ge-ს ცნობით, დაახლოებით 25 წლის მამაკაცმა 40 წლამდე ასაკის მამაკაცს რამდენჯერმე დანით მძიმე ჭრილობები მიაყენა.
წინასწარი ინფორმაციით, მხარეებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც შუახნის მამაკაცი დანით დაჭრეს.
დაჭრილი კაცი, დაშავებულ მდგომარეობაში, სავარაუდო დამნაშავეებმა სოფლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტთან მიიყვანეს და იქ დატოვეს.
ინციდენტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
Aktual.ge ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს.