ბოლო ინფორმაციით, მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
Aktual.ge-ს ცნობით, ინციდენტი 21 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, მარნეულში, საქორწილო სასახლე "აიდანში" მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ქორწილის დროს ორ ჯგუფს შორის შელაპარაკება მოხდა, რაც მოგვიანებით ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად კი, 35 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამჟამად, რეანიმაციაში იმყოფება.
პოლიცია ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ. Aktual.ge ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.