გუშინ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაბოლნისში (İnceoğlu) მცხოვრები 24 წლის ვ.იაგუბოვი ქალაქ რუსთავში მოკლეს.
Aktual.ge-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის დროს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
Aktual.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს.