g100.ge

დონალდ ტრამპი - ღაზაში ომს დავასრულებთ

პოლიტიკა - 2025/09/24 11:27
დონალდ ტრამპი - ღაზაში ომს დავასრულებთ

ღაზაში ომს დავასრულებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ღაზის სექტორის საკითხზე არაბული და მუსლიმური ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ გვსურს, რომ ღაზაში ომი დასრულდეს. ჩვენ მას დავასრულებთ. შეიძლება ეს ახლავე შევძლოთ. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან უნდა დავასრულოთ ის, რაც არასდროს უნდა დაწყებულიყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეხვედრას საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, ეგვიპტის, იორდანიის, თურქეთის, ინდონეზიისა და პაკისტანის ლიდერები ესწრებოდნენ.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღაზის საკითხზე გამართული სამიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა „ნაყოფიერი“ იყო.

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას