ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თეირანთან გაანადგურეს საიდუმლო ბირთვული ობიექტი.
როგორც ისრაელის საჰაერო ძალები წერს, აღნიშნულ გასაიდუმლოებულ "მინზადეჰეის" კომპლექსს ბირთვული მეცნიერების ჯგუფი იყენებდა, რომელიც ბირთვული იარაღის საკვანძო კომპონენტის შექმნაზე მუშაობდა.
დღეს ჩვენ გადავაჭარბეთ იმ საბრძოლო მასალის რაოდენობას, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ნებისმიერ ოპერაციაში ჩამოაგდეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, საჰაერო ძალების ასობით გამანადგურებელმა და უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანსა და ლიბანში ზედიზედ 300-ზე მეტი დარტყმა განახორციელა", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის წინააღმდეგ თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყეს.
„ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის ტერორისტული რეჟიმის რაკეტების გაშვების ადგილების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დარტყმები დაიწყეს“, - აღნიშნულია თავდაცვის ძალების განცხადებაში.