საქართველოდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 2 ადამიანი იმყოფებოდა, თურქეთში, რიზეს პროვინციის სანაპიროსთან წყალში ჩავარდა.
როგორც თურქული მედია იუწყება, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებების მიერ ჩატარებული სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად ორივე ადამიანი გადაარჩინეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რიზეს პროვინციის ჩაიელის რაიონის სანაპიროსთან მოხდა.
ავარიული დაშვების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი ბათუმიდან იყო აფრენილი.