ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივებს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს ჭრილობები მიაყენა. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, სამართალდამცავების მიერ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.