მარნეულის ქალაქში, რუსთაველის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა.
Aktual.ge-ის ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე, 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან ჩამოვარდა.
ადგილობრივების დახმარებით მცირეწლოვანი „ავერსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.