g100.ge

მირთაგი ასადოვმა საქართველოს ახალ პატრიარქს, შიო III-ს არჩევა მიულოცა

მირთაგი ასადოვმა საქართველოს ახალ პატრიარქს, შიო III-ს არჩევა მიულოცა

ჩვენი მუსლიმი სასულიერო ლიდერების განცხადება ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით.

მწყალობელი და მოწყალე ალლაჰის სახელით!

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის,
შიო მუჯირი III-ის არჩევისთან დაკავშირებით, გვსურს გულწრფელი მილოცვა გამოვხატოთ.

ამ მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლობით სავსე მსახურების თქვენზე დაკისრებას ვაფასებთ როგორც საქართველოს სულიერ და რელიგიურ ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისს და ვევედრებით უზენაეს ღმერთს, მოგანიჭოთ სიბრძნე, მტკიცე ნება და ნაყოფიერი მსახურება.

საქართველოში, სადაც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა რელიგიის, ეროვნებისა და კულტურის წარმომადგენლები ურთიერთპატივისცემისა და თანაცხოვრების გარემოში ცხოვრობდნენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რელიგიათაშორის დიალოგს, ურთიერთნდობასა და სულიერ ერთობას. გვჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში ჩვენი ხალხების მეგობრობა, ძმობა, რელიგიური ტოლერანტობა და უნივერსალური ჰუმანური ღირებულებები კიდევ უფრო განმტკიცდება.

მუსლიმურ და ქრისტიანულ თემებს შორის ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობისა და მშვიდობის კულტურის განვითარება მნიშვნელოვანი წვლილია ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და სულიერი ერთიანობისათვის. ამ წმინდა მისიაში გისურვებთ წარმატებებს და ვლოცულობთ საქართველოს კეთილდღეობის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ხალხის მშვიდობისათვის.
უზენაეს ღმერთს ვთხოვთ, მოგანიჭოთ ხანგრძლივი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილი მსახურება.

პატივისცემით,
სეიდ მირთაღი ასადოვი
საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე.

უახლესი სტატიები