g100.ge

რუსეთის ელჩი - რუსეთი კუბისთვის ნავთობის მიწოდებას გააგრძელებს

რუსეთის ელჩი - რუსეთი კუბისთვის ნავთობის მიწოდებას გააგრძელებს

რუსეთი კუბისთვის ნავთობის მიწოდებას გააგრძელებს, - ამის შესახებ ჰავანაში რუსეთის ელჩმა ვიქტორ კორონელიმ განაცხადა.

„ბოლო წლების განმავლობაში კუბას რუსული ნავთობი მიეწოდებოდა. მიგვაჩნია, რომ ეს პრაქტიკა გაგრძელდება“, - განაცხადა რუსეთის ელჩმა.

ასევე, გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ აღნიშნა, რომ რუსეთი კუბის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„ჩვენ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთგული ვრჩებით“, - აღნიშნა ნებენზიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის „საშიშ და უჩვეულო საფრთხედ“ გამოაცხადა. ამასთან, ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა და ქვეყნებს, რომლებიც კუბას ნავთობს აწვდიან, ტარიფების დაწესებით დაემუქრა.

უახლესი სტატიები