g100.ge

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ჰანრაჰანი-დარსალიას შეხვედრაზე: 3 თებერვალს კონსტრუქციული საუბარი ჰქონდათ აშშ-სა და საქართველოს შორის საერთო ინტერესის საკითხებზე

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ჰანრაჰანი-დარსალიას შეხვედრაზე: 3 თებერვალს კონსტრუქციული საუბარი ჰქონდათ აშშ-სა და საქართველოს შორის საერთო ინტერესის საკითხებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტომი პიგოტმა, კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას და სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს უფროსის, ბრენდან ჰანრაჰანის შეხვედრაზე.

Independence Avenue Media-ს ინფორმაციით, პრესსპიკერმა, დარსალია-ჰანრაჰანის შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომ “3 თებერვალს კონსტრუქციული საუბარი ჰქონდათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის საერთო ინტერესის საკითხებზე”.

„შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს უფროსმა ოფიციალურმა პირმა, ბრენდან ჰანრაჰანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, „სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, რაც გამომდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით, 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული ისტორიული სამშვიდობო შეთანხმებიდან.

3 თებერვალს კონსტრუქციული საუბარი ჰქონდათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის საერთო ინტერესის საკითხებზე“, - აღნიშნეს სახედპში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა.

უახლესი სტატიები