g100.ge

„მემკვიდრეობის სუფრა“- თურქული სამზარეულოს კვირეული 2026-ის მთავარი   კონცეფცია

„მემკვიდრეობის სუფრა“- თურქული სამზარეულოს კვირეული 2026-ის მთავარი   კონცეფცია

თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ  ოფიციალურად  გამოაცხადა 2026 წლის თურქული სამზარეულოს კვირეულის მთავარი  თემა -  ეს არის „მემკვიდრეობის  სუფრა“ .  თურქული სამზარეულო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში კულტურის, ტრადიციებისა და ხალხური გამოცდილების გავლენით ჩამოყალიბდა, მსოფლიოს კვლავ თავის უნიკალურ ისტორიასა და გემოებს უზიარებს.

თურქული სამზარეულოს კვირეული ყოველწლიურად 21-27 მაისს იმართება როგორც თურქეთში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში  თურქეთის პირველი ლედის, ემინე ერდოღანის პატრონაჟით. აღსანიშნავია, რომ წელს ღონისძიება მეხუთედ გაიმართება.  

„სუფრა ადამიანებს აერთიანებს. ის ერთობის უძველესი ენაა“, -აღნიშნულია თემის მთავარ გზავნილში.   კონცეფცია ხაზს უსვამს იმას, რომ სამზარეულო მხოლოდ საკვების მომზადება არ არის - ის თაობებს შორის კავშირის, კულტურული დიალოგისა და ისტორიის გადაცემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა.

აღსანიშნავია, რომ თემა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ა) დიალოგი - სუფრა, როგორც პლატფორმა, სადაც ეპოქები და კულტურები ერთად აყალიბებდნენ საერთო ღირებულებებს; ტრანსფორმაცია - კულინარიული მეხსიერება, რომელიც  თაობიდან თაობამდე  მემკვიდრეობით არის მიღებული; და არქივი - სამზარეულო, როგორც დაუწერელი ისტორიის ყველაზე საიმედო არქივი, რომელიც ყოველდღიურად ხელახლა იქმნება ჩვენს სუფრებზე.

კვირეულის ფარგლებში თურქეთსა და საზღვარგარეთ დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება:

  • საერთო ვახშმები;
  • თურქ და უცხოელ შეფ-მზარეულებს შორის ერთობლივი კულინარიული საღამოები;
  • ტრადიციული ტექნიკების მასტერკლასები -  მაგალითად „იუფქას“ გაშლა (ტრადიციული თხელი ცომი) და  ქეშქექისა (ხორბლისა და ხორცის ნელა მომზადებული კერძი) და „თანდირის“ (Tandır) მომზადება. 
  • ისტორიული რეცეპტებისა  პრეზენტაცია;
  • „ცოცხალი რეცეპტების არქივი“ — რეგიონული კერძებისა და მიგრაციის გავლენით შექმნილი კულინარიული ტრადიციების დოკუმენტაცია.

 

წლევანდელი კვირეულის გამორჩეული კერძებია:

UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ქეშქექი, რომელიც არის ხორბლითა და ხორცით მომზადებული ტრადიციული თურქული კერძი.

ბაქლავა -თურქული ტრადიციული ტკბილეული.

მანტი -  თურქული პელმენი, რომელიც მიგრაციასა და მოგზაურობას უკავშირდება;

დოლმა;

და

ჰალვა -  ტრადიციული თურქული ტკბილეული, რომელიც  სოლიდარობისა და მოგონებების სიმბოლოდ ითვლება.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებასთან დაკავშირებული სრული მასალები - მენიუები, რეცეპტები, ვიდეოები, პოსტერები და სოციალური მედიის კონტენტი,   ხელმისაწვდომია ვებგვერდზე- Turkish Cuisine Week.

უახლესი სტატიები