თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ ოფიციალურად გამოაცხადა 2026 წლის თურქული სამზარეულოს კვირეულის მთავარი თემა - ეს არის „მემკვიდრეობის სუფრა“ . თურქული სამზარეულო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში კულტურის, ტრადიციებისა და ხალხური გამოცდილების გავლენით ჩამოყალიბდა, მსოფლიოს კვლავ თავის უნიკალურ ისტორიასა და გემოებს უზიარებს.
თურქული სამზარეულოს კვირეული ყოველწლიურად 21-27 მაისს იმართება როგორც თურქეთში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თურქეთის პირველი ლედის, ემინე ერდოღანის პატრონაჟით. აღსანიშნავია, რომ წელს ღონისძიება მეხუთედ გაიმართება.
„სუფრა ადამიანებს აერთიანებს. ის ერთობის უძველესი ენაა“, -აღნიშნულია თემის მთავარ გზავნილში. კონცეფცია ხაზს უსვამს იმას, რომ სამზარეულო მხოლოდ საკვების მომზადება არ არის - ის თაობებს შორის კავშირის, კულტურული დიალოგისა და ისტორიის გადაცემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა.
აღსანიშნავია, რომ თემა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ა) დიალოგი - სუფრა, როგორც პლატფორმა, სადაც ეპოქები და კულტურები ერთად აყალიბებდნენ საერთო ღირებულებებს; ტრანსფორმაცია - კულინარიული მეხსიერება, რომელიც თაობიდან თაობამდე მემკვიდრეობით არის მიღებული; და არქივი - სამზარეულო, როგორც დაუწერელი ისტორიის ყველაზე საიმედო არქივი, რომელიც ყოველდღიურად ხელახლა იქმნება ჩვენს სუფრებზე.
კვირეულის ფარგლებში თურქეთსა და საზღვარგარეთ დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება:
- საერთო ვახშმები;
- თურქ და უცხოელ შეფ-მზარეულებს შორის ერთობლივი კულინარიული საღამოები;
- ტრადიციული ტექნიკების მასტერკლასები - მაგალითად „იუფქას“ გაშლა (ტრადიციული თხელი ცომი) და ქეშქექისა (ხორბლისა და ხორცის ნელა მომზადებული კერძი) და „თანდირის“ (Tandır) მომზადება.
- ისტორიული რეცეპტებისა პრეზენტაცია;
- „ცოცხალი რეცეპტების არქივი“ — რეგიონული კერძებისა და მიგრაციის გავლენით შექმნილი კულინარიული ტრადიციების დოკუმენტაცია.
წლევანდელი კვირეულის გამორჩეული კერძებია:
UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ქეშქექი, რომელიც არის ხორბლითა და ხორცით მომზადებული ტრადიციული თურქული კერძი.
ბაქლავა -თურქული ტრადიციული ტკბილეული.
მანტი - თურქული პელმენი, რომელიც მიგრაციასა და მოგზაურობას უკავშირდება;
დოლმა;
და
ჰალვა - ტრადიციული თურქული ტკბილეული, რომელიც სოლიდარობისა და მოგონებების სიმბოლოდ ითვლება.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებასთან დაკავშირებული სრული მასალები - მენიუები, რეცეპტები, ვიდეოები, პოსტერები და სოციალური მედიის კონტენტი, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე- Turkish Cuisine Week.