g100.ge

ახუნდი ჰაჯი ჰაჯიევი: „მჯერა, რომ შიო III ღირსეულად გააგრძელებს ილია II-ის გზას“

ახუნდი ჰაჯი ჰაჯიევი: „მჯერა, რომ შიო III ღირსეულად გააგრძელებს ილია II-ის გზას“

მარნეულის ცენტრალური  იმამ ალის სახელობის მეჩეთის  ახუნდმა, ჰაჯი ჰაჯიევმა, საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს არჩევა მიულოცა.
„მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით,
საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს შიო III-ს, გულწრფელად  ვულოცავ  ამ საპასუხისმგებლო მოვალეობის დაკისრებას.
საქართველო საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა რელიგიისა და ეთნიკური ჯგუფის მშვიდობიანი თანაცხოვრების, ურთიერთპატივისცემისა და ტოლერანტობის გამორჩეული მაგალითი იყო. მჯერა, რომ თქვენ ღირსეულად გააგრძელებთ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გზას და კიდევ უფრო შეუწყობთ ხელს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, ერთობისა და ძმობის განმტკიცებას.
გისურვებთ წარმატებებს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობაში. 
ასევე, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და სულიერ სიმტკიცეს, ხოლო საქართველოს - მშვიდობასა და ერთობას",- განაცხადა ახუნდმა, ჰაჯი ჰაჯიევმა.

უახლესი სტატიები