მარნეულის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის დასახლებაში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიის ერთ-ერთ პირზე (ფრიდონ ნავერიანი) კერძო საკუთრებად გაფორმების მცდელობამ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.
ადგილზე მისული მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი და შესაბამისი მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
მერი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ აღნიშნული ტერიტორია არ გადაეცემა კერძო სარგებლობაში არც ერთ პირს და მომავალში ჯანდარში მოსახლეობის საერთო გამოყენებისთვის იქნება განკუთვნილი.
ცნობისთვის, საუბარია 5222 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე.