g100.ge

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანსა და ირანის სხვა ტერიტორიებზე საჰაერო დარტყმების ფართომასშტაბიანი ტალღა განახორციელა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმების სამიზნე ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო.

ამასთან, ირანმა, 12-საათიანი პაუზის შემდეგ, ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სამიზნე ქვეყნის სამხრეთ ნაწილი იყო. სირენების ხმა ბეერ-შებასა და მიმდებარე თემებში გაისმა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

უახლესი სტატიები