g100.ge

მარნეულის მე-4 საჯარო სკოლაში მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო

მარნეულის მე-4 საჯარო სკოლაში მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო

არსებული ინფორმაციით, მოსწავლეებს შორის თამაშის დროს ერთ-ერთმა ბავშვმა შემთხვევით, საკანცელარიო დანით სხვა მოსწავლე დააზიანა.

დაშავებულ მოსწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

უახლესი სტატიები