g100.ge

ილონ მასკი პირველი ადამიანია მსოფლიოში, რომლის ქონებამაც 800 მლრდ დოლარს გადააჭარბა

ილონ მასკი პირველი ადამიანია მსოფლიოში, რომლის ქონებამაც 800 მლრდ დოლარს გადააჭარბა

ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამაც 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მისმა კომპანიამ, SpaceX-მა, შეიძინა მისივე კუთვნილი კომპანია xAI.

Forbes-ის თანახმად, ამ გარიგებამ მასკის ქონება მნიშვნელოვნად გაზარდა და რეკორდული 852.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. მხოლოდ 1-დღიან ინტერვალში ილონ მასკის ქონება 107.5 მლნ დოლარით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ილონ მასკის ორ კომპანიას შორის მეორე შერწყმაა ერთ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში: 2025 წლის მარტში მილიარდერმა გამოაცხადა xAI-სა და X-ის გაერთიანების შესახებ.

უახლესი სტატიები